Foundation

Merab Abramishvili Foundation

The Merab Abramishvili Foundation was established in 2016 to protect, study, promote the artist’s heritage, and manage the collection of the Merab Abramishvili’s family. In 2025, it underwent a reorganization.

The Foundation’s activities focus on finding the artist’s works in private collections, creating an archive, developing a catalog and an electronic database, coordinating shows, and protecting copyright issues.

It operates a special commission of experts created to examine the artist’s works and determine their originality.

The Foundation ensures the administration of any process related to Abramishvili’s works, protection, and promotion of his heritage, including organizing shows, preparing publications, shooting awareness videos and ads, creating artistic products, restoration, selling works, etc.

The Foundation was established by Merab Abramishvili’s family.

It is represented and managed by Baia Gallery.

მერაბ აბრამიშვილის ფონდი

მხატვარ „მერაბ აბრამიშვილის ფონდი“ დაარსდა მისი მემკვიდრეობის დაცვის, შესწავლისა და პოპულარიზაციის მიზნით, 2016 წელს; 2025 წელს ჩატარდა ფონდის რეორგანიზაცია. ფონდის განკარგულებაშია მერაბ აბრამიშვილის ოჯახის კოლექცია.

ფონდის საქმიანობა მოიცავს მერაბ აბრამიშვილის ნამუშევრების მოძიებას კერძო კოლექციებში, არქივის, კატალოგ-რეზონეს და ელექტრონული მონაცემთა ბაზის შედგენას, საგამოფენო საქმიანობის კოორდინირებას, საავტორო უფლებების დაცვას.

მხატვრის ნამუშევრების ექსპერტიზის მიზნით ფონდში შექმნილია საგანგებო საექსპერტო კომისია, რომელიც ნამუშევრების ორიგინალობის დადგენაზე მუშაობს.

ფონდი უზრუნველყოფს მხატვრის შემოქმედებასთან და მისი მემკვიდრეობის დაცვასა და პოპულარიზაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი პროცესის მართვას, მათ შორის: გამოფენების ორგანიზების, ბეჭდური გამოცემების, საინფორმაციო და სარეკლამო ფილმების გადაღების, მხატვრული პროდუქციის შექმნის, რესტავრაციის, ნამუშევრების გაყიდვისა და სხვ.

ფონდის დამფუძნებელია მერაბ აბრამიშვილის ოჯახი.

ფონდის წარმომადგენლობითი და ფუნქციონალური სტატუსი ეკუთვნის „ბაია გალერეას“.